„აქტუალური თემა“ – „თეთრიწყაროს ახალგაზრდული ცენტრი“ როგორც ალტერნატიული განვითარების წყარო


თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში რამდენიმე აქტიური ახალგაზრდის ძალისხმევით2016 წლის 16 ნოემბერს დაარსდა ორგანიზაცია „თეთრიწყაროს ახალგაზრდული ცენტრი“, რომლის მიზანია მუნიციპალიტეტში სამოქალაქო საზოგადოების გააქტიურება და ახალგაზრდების ჩართულობის გაზრდა არაფორმალული განათლების კუთხით.


ახალგაზრდულ ცენტრს 2018 წელს ადგილობრივმა თვითმმართველობამ ფართი გამოუყო. სივრცე ორგანიზაციის წევრებმა და ადგილობრივმა მოხალისეებმა გაარემონტეს, რის შემდეგაც მასში ეწყობა ფილმის და ანიმაციების ჩვენებები, ეკო და ქალთა კლუბების აქტივობები. სივრცეს აქტიურად იყენებენ სხვადასხვა ორგანიზაციები და საინიციატივო ჯგუფები საკუთარი ღონისძიებების/ინიციატივების განსახორციელებლად.


გადაცემის სტუმარია "თეთრიწყაროს ახალგაზრდული ცენტრის" თავმჯდომარე ლუსო დოსტიბეგიანი.


უფრო ვრცლად უყურეთ ფეიბუქის პირდაპირ ეთერს.




1 view0 comments

Tetritskaro Youth Center

Shota Rustaveli Street, 27

Tetritskaro, Kvemo Kartli, Georgia

+995 598 35 09 31

©2019 by Tetritskaro Youth Center