დისტანციურ სწავლებაში შექმნილი პრობლემების გამო,

თეთრიწყაროში მოწყვლადი ოჯახებისთვის, თანხას აგროვებენ




როდესაც ცხოვრება მოულოდნელი სიურპრიზებით არის სავსე, მათთან გასამკლავებლად ყოველთვის მზად არ ვართ.სწორედ ასე მოხდა გამოცხადებული პანდემიის დროსაც. ყველაფერი იმით დაიწყო, რომ ადამიანები, რომლებიც ყოველდღიური ფულის საშოვნელად სამუშაოდ მარნეულში დადიოდნენ, უცებ ამ შემოსავლის გარეშე დარჩნენ. მეტიც, სოფლებში, რომლებიც საკვებით ამ ქალაქიდან მარაგდებიან, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი საჭიროების დაკმაყოფილებაც რთული გახდა.


ამ და სხვა პრობლემებზე გვიყვება თეთრიწყაროს ახალგაზრდული ცენტრის თავმჯდომარე, ლუსინე დოსტიბეგიანი. ცენტრმა მთავრობის ადმინისტრაციასა და გაეროს ბავშთა ფონდთან (UNICEF) ერთად თეთრიწყაროს მერის მხარდაჭერით 64 მრავალშვილიან ოჯახს გადასცა პირველადი საჭიროების დახმარება.




რაც მთავარია, ახალგაზრდული ცენტრი შეჩერებას არ აპირებს და აგრძელებს ამ მხვრივ მუშაობას.



შექმნილ ვითარებაში თეთრიწყაროს მერიამაც უკვე 800 სოციალურად დაუცველ, შეჭირვებულ ოჯახს გადასცა სასურსათო ამანათები.




ქალბატონი ლია დემეტრაშვილი სამი ობოლი ბავშვის ძიძაა, რომელთა დედაც სამუშაოდ საზღვარგარეთ არის წასული. ის გვიამბობს, თუ რა სირთულეებს აწყდება თვითონ და მისი მზრუნველობის ქვეშ მყოფნი ამ პერიოდის განმავლობაში.





აღსანიშნავია, რომ გარდა ზემოთ ხსენებული ბავშვებისა, სხვა სკოლის მოსწავლეებსაც ექმნებათ სწავლასთან დაკავშირებული პრობლემები. რადგანაც არ აქვთ კომპიუტერი ან ინტერნეტი, ვერ ესწრებიან ონლაინ გაკვეთილებს, შესაბამისად, პროგრამასაც ჩამორჩებიან. ამ და სხვა საჭიროებების დასაკმაყოფილებლად, RDFG და თეთიწყაროს ლაგი იწყებენ თანხის შეგროვებას თეთიწყაროში მცხოვრები ყველაზე მოწყვლადი ოჯახებისათვის. მათ დახმარებაში თქვენც შეგიძლიათ შეიტანოთ წვლილი, თანხის გადასარიცხად, მიჰყევით ბმულს: www.rdfg.ge/ka.

0 views0 comments