თეთრიწყაროს ახალგაზრდული ცენტრის ამერიკელი მოხალისე



„ვიცი, რომ ერთ დღეს თეთრიწყარო სასიამოვნო მოგონებებით გამახსენდება” - ამბობს თეთრიწყაროს ახალგაზრდული ცენტრის მოხალისე, მალია მულენი, რომელიც ცენტრში სამუშაოდ ამერიკის შეერთებული შტატებიდან ჩამოვიდა.

პირველი აქტივობა, რომელსაც მალია ცენტრში ჩაატარებს წმინდა პატრიკის დღის აღნიშვნა იქნება. ეს არის ირლანდიური დღესასწაული, რომელიც აშშ-სა და სხვადასხვა კულტურების ნაწილად იქცა. ამ და კიდევ სხვა საინტერესო ინფორმაციას გაიგებენ თეთრიწყაროს ახალგაზრდული ცენტრის სტუმრები 17 მარტს ამ დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე.


„პირველადვცხოვრობ პატარა ქალაქში და ეს კარგი გამოცდილებაა ჩემთვის, ახალგაზრდულ ცენტრში მუშაობა კი თავიდანვე ძალიან მიმზიდველად მეჩვენა“ - გვიზიარებს მალია მულენი.


მალია 2019 წლის აგვისტომდე იმუშავებს ცენტრში და ორაგნიზაციის შიდა საქმიანობის გარდა, ჩაატარებს ინგლისური ენის უფასო გაკვეთილებსა და კულტურულ ღონისძიებებს.


„ ჩემთვისამერიკელი მოხალისე ცენტრში ნიშნავს საერთაშორისო მაშტაბებზე გასვლასა დაახალ პერსპექტივებს. ბოლოს და ბოლოს ვისწავლი ინგლისურს, ან... მას ვასწავლი ქართულს“- საუბრობს ორგანიზაციისაქტიური წევრი, ნატო მანუკოვი.

ამჟამადსაქართველოში 117 მოხალისეა და ერთ-ერთი მასპინძელი ორგანიზაციათეთრიწყაროს ახალგაზრდული ცენტრია. საინტერესო თანამშრომლობის შედეგებს შეგიძლიათ თვალი ადევნოთ ცენტრის ფეისბუქ გვერდზე.


3 views0 comments

Tetritskaro Youth Center

Shota Rustaveli Street, 27

Tetritskaro, Kvemo Kartli, Georgia

+995 598 35 09 31

©2019 by Tetritskaro Youth Center