პოსტი მუნიციპალიტეტის გვერდზე საფრანგეთის საელჩოს ჰუმანიტარული დახმარების დარიგება


COVID-19-ის გავრცელების პრევენციული ღონისძიებების ფარგლებში თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში აქტიურად გრძელდება მრავალშვილიანი და სოციალურად დაუცველი ოჯახების დახმარება. პროცესში ცენტრალურ და ადგილობრივ ხელისუფლებასთან ერთად, აქტიურად არის ჩართული ააიპ თეთრიწყაროს ახალგაზრდული ცენტრი.


თეთრიწყაროს მაჟორიტარმა დეპუტატმა გოდერძი ჩანქსელიანმა, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერმა გიორგი ქორიძემ, და ააიპ თეთრიწყაროს ახალგაზრდული ცენტრის ხელმძღვანელმა ლუსინე დოსტიბეგიანმა ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ სამ სოფელში:სამშვილდეში, დაღეთსა და ქოსალარში მცხოვრებ 62 ოჯახს სასურსათო პროდუქტებისა და ჰიგიენური საშუალებების ამანათები გადასცეს.

ჰუმანიტარული აქცია საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ადამიანის უფლებათა საბჭოს, საფრანგეთის საელჩოს და თეთრიწყაროს ახალგაზრდული ცენტრის მხარდაჭერით განხორციელდა.


COVID-19-ით გამოწვეული კრიზისისას, მოწყვლადი ჯგუფების სოციალური საჭიროებების იდენტიფიცირებასა და აღმოფხვრის მიზნით, მთავრობის ადმინისტრაცია ადგილობრივ არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციებთან ყოველდღიურად თანამშრომლობს.




1 view0 comments

Tetritskaro Youth Center

Shota Rustaveli Street, 27

Tetritskaro, Kvemo Kartli, Georgia

+995 598 35 09 31

©2019 by Tetritskaro Youth Center