ყველაზე ახალგაზრდა რეინჯერი ქალის რთული და საინტერესო ცხოვრება

"ვიღვიძებ, ტყეში გავდივარ და არ ვიცი რა მოხდება"



ალ­გე­თის ეროვ­ნულ ნაკ­რძალ­ში ლაშ­ქრო­ბას თუ მო­ა­წყობთ, რო­მე­ლი­მე გო­რა­ზე ჭოგ­რი­ტში მომ­ზი­რალ ლუ­სი­ნეს წა­ა­წყდე­ბით, ან შო­რი­დან მა­ინც შე­ნიშ­ნავთ.


25 წლის ლუ­სი­ნე დოს­ტი­ბე­გი­ა­ნი ერთ-ერ­თია იმ ოთხ ქალ რე­ინ­ჯერს შო­რის, რო­მე­ლიც 400-მდე მა­მა­კაც კო­ლე­გას­თან ერ­თად, ურ­თუ­ლეს საქ­მეს არ­თმევს თავს. ამი­ტომ სა­კუ­თარ თავს არც სი­ზარ­მა­ცი­სა და არც ყუ­რა­დღე­ბის მო­დუ­ნე­ბის უფ­ლე­ბას აძ­ლევს.


ყვე­ლა­ზე ახალ­გაზ­რდა ქალი რე­ინ­ჯე­რის დღე 7 სა­ათ­ზე ფორ­მის მორ­გე­ბი­თა და სა­უზ­მით იწყე­ბა. ის თუ რო­გორ გან­ვი­თარ­დე­ბა და­ნარ­ჩე­ნი დღე, მის­თვის ამა­ღელ­ვე­ბელ სა­ი­დუმ­ლოდ რჩე­ბა, რომ­ლის ამოხ­სნა­საც ყო­ველ­დღე ერ­თნა­ი­რი მო­ტი­ვა­ცი­ით ეს­წრაფ­ვის.




"ტყე­ში რომ ჩავ­დი­ვარ, მანდ იწყე­ბა ყვე­ლა­ფე­რი, რაც იწყე­ბა. გავ­დი­ვარ სო­ფელ სამ­შვილ­დეს, მერე ჩავ­დი­ვარ ხევ­ში, გვაქვს ჩვე­ნი გეგ­მა-გრა­ფი­კე­ბის მი­ხედ­ვით მო­ცე­მუ­ლი მარ­შრუ­ტე­ბი, რომ­ლებ­ზეც გვი­წევს პატ­რუ­ლი­რე­ბა. ტყე­ში ვი­ზი­ტო­რი თუ შემ­ხვდა, აუ­ცი­ლებ­ლად უნდა და­ვაკ­ვა­ლი­ა­ნო, სად იმ­ყო­ფე­ბა, რა ტე­რი­ტო­რი­აა, რა არის აკ­რძა­ლუ­ლი ამ ტე­რი­ტო­რი­ა­ზე.




იქვე ჩემს ტე­რი­ტო­რი­ა­ზე გა­დაბ­მუ­ლია სამ­შვილ­დის ნა­ქა­ლა­ქა­რი, რაც ძეგლ­თა დაც­ვის სა­ა­გენ­ტოს ეკუთ­ვნის და თუ დახ­მა­რე­ბა მთხო­ვა, შე­მიძ­ლია, და­ვაკ­ვა­ლი­ა­ნო და ნა­ქა­ლა­ქა­რის ის­ტო­რია მო­ვუყ­ვე, და­ვათ­ვა­ლი­ე­რე­ბი­ნო. გარ­და ამი­სა, მი­წევს ხევ­ში ჩას­ვლა, ანუ მდი­ნა­რეს­თან ჩავ­დი­ვარ და ვა­კონ­ტრო­ლებ რა­ღა­ცებს. თუ ხევ­ში არ ჩა­ვე­დი, ზე­ვი­დან ჭოგ­რი­ტით ვაკ­ვირ­დე­ბი. ძი­რი­თა­დად, ჩი­ტებს ვაკ­ვირ­დე­ბი. ჩემს სა­რე­ინ­ჯე­რო­ში ქვე­წარ­მავ­ლე­ბი არი­ან და მა­გა­თაც ვაკ­ვირ­დე­ბი.





რომ ვთქვა, რომ ერ­თნა­ი­რი დღე­ე­ბი მაქვს - არა. ერთ დღეს ვა­გებთ ფო­ტო­ხა­ფანგს, მერე ამ ფო­ტო­ხა­ფანგს ვა­მოწ­მებთ, ად­გილ­ზეა თუ არა. გვი­წევს სკო­ლა­ში შეს­ვლა და ბავ­შვე­ბის­თვის პრე­ზენ­ტა­ცი­ის მო­წყო­ბა და ეკო-სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო გაკ­ვე­თი­ლის ჩა­ტა­რე­ბა. ერთ დღეს შე­იძ­ლე­ბა ბრა­კო­ნი­ე­რი და­ი­ჭი­რო. ყვე­ლა დღე არის გან­სხვა­ვე­ბუ­ლი. ვიღ­ვი­ძებ, ტყე­ში ჩავ­დი­ვარ და არ ვიცი რა მოხ­დე­ბა“ - გვიყ­ვე­ბა ლუსო მო­უ­ლოდ­ნე­ლო­ბე­ბით სავ­სე დღის წეს­რიგ­ზე.




18 წლი­სამ და­ი­წყო რე­ინ­ჯე­რო­ბა­ზე ფიქ­რი. მის ფიქ­რებს ბიძ­გი პირ­ვე­ლი ქალი რე­ინ­ჯე­რის - სა­ლო­მე იდო­ძის შე­სა­ხებ გა­მოქ­ვეყ­ნე­ბულ­მა სტა­ტი­ამ მის­ცა. 7 წლის შემ­დეგ, სტა­ტი­ის სა­თა­უ­რი და მთა­ვა­რი ფო­ტოც კარ­გად ახ­სოვს. ფო­ტო­ზე, ქალი, რო­მელ­მაც ლუ­სი­ნეს მო­მა­ვა­ლი გან­სა­ზღვრა, უკა­ნა ფე­ხებ­ზე შემ­დგარ ცხენ­ზე იყო ამ­ხედ­რე­ბუ­ლი. მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი როლი, ლუ­სი­ნე­სა და ბუ­ნე­ბის გა­მორ­ჩე­ულ­მა ურ­თი­ერ­თო­ბა­მაც ითა­მა­შა.


"ბავ­შვო­ბი­დან მიყ­ვარს ტყე, იმი­ტომ რომ, პა­პა­ჩე­მი სულ ტყე­ში და­დი­ო­და და ყო­ველ­თვის ძა­ლი­ან მშვი­დი და გა­წო­ნას­წო­რე­ბე­ლი ადა­მი­ა­ნი იყო, უბ­რა­ლო, კე­თი­ლი. პა­პა­ჩე­მის შემ­ხედ­ვა­რე, ტყეს­თან ურ­თი­ერ­თო­ბა მინ­დო­და, მიყ­ვარ­და, მი­ზი­დავ­და“ - ამ­ბობს ლუ­სი­ნე და იხ­სე­ნებს, რომ 2018 წელს, რო­დე­საც და­ცუ­ლი ტე­რი­ტო­რი­ე­ბის სა­ა­გენ­ტომ ალ­გე­თის ეროვ­ნულ პარკში რე­ინ­ჯე­რის ვა­კან­სია გა­მო­ა­ცხა­და, ბავ­შვო­ბა­ში ნა­ნა­ხი სტა­ტია და გო­ნე­ბა­ში გა­და­ნა­ხუ­ლი კი­თხვა ამო­უ­ტივ­ტივ­და: "რა­ტომ არ შე­იძ­ლე­ბა გავ­ხდე რე­ინ­ჯე­რი?“ და შე­სარ­ჩევ კონ­კურ­სში ჩა­ერ­თო.




გა­სა­უბ­რე­ბი­სა და ფორ­მა­ლუ­რი ნა­წი­ლის მოგ­ვა­რე­ბის შემ­დეგ, ალ­გე­თის ეროვ­ნუ­ლი პარ­კის სამ­შვილ­დის კა­ნი­ო­ნე­ბის ბუ­ნე­ბის ძეგლის რე­ინ­ჯე­რი გახ­და - თა­რი­ღი ზე­პი­რად ახ­სოვს, 2018 წლის 23 ივ­ლი­სი.


- რას ნიშ­ნავს შენ­თვის იყო რე­ინ­ჯე­რი?


- ოხ, დედა, რა რთუ­ლი კი­თხვაა... ჩემ­თვის ეს არის ძა­ლი­ან დიდი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა იმი­ტომ, რომ მი­მაჩ­ნია, რომ როცა გაც­ვია ფორ­მა და როცა ზუს­ტად გულ­თან გა­წე­რია სი­ტყვა „რე­ინ­ჯე­რი“, ძა­ლი­ან ბევ­რს ნიშ­ნავს! შე­იძ­ლე­ბა, სი­ტყვე­ბით ვერ აღვწე­რო, იმი­ტომ, რომ დიდი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბაა ჩემ­თვის, რო­გორც ადა­მი­ა­ნე­ბის, ასე­ვე ბუ­ნე­ბი­სა და მთე­ლი ბი­ომ­რა­ვალ­ფე­როვ­ნე­ბის მი­მართ.




- ცოტა ხნის წინ ნე­პალ­ში მსოფ­ლიო რე­ინ­ჯერ­თა კონ­გრეს­ზე იყა­ვი, რო­მე­ლიც წელს ქალ რე­ინ­ჯე­რებს მი­ე­ძღვნა, გვი­ამ­ბე კონ­გრე­სის შე­სა­ხებ...


- ყვე­ლა­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ის არის, რომ კონ­გრე­სი წელს ძი­რი­თა­დად და­ეთ­მო ქალი რე­ინ­ჯე­რე­ბის სა­კითხს. მეც გა­ვა­კე­თე პრე­ზენ­ტა­ცია. მოვ­ყე­ვი სა­ქარ­თვე­ლოს და­ცუ­ლი ტე­რი­ტო­რი­ე­ბი­სა და იმის შე­სა­ხებ, რომ ვართ 4 ქალი რე­ინ­ჯე­რი.


სა­ქარ­თვე­ლო­დან მარ­ტო მე წა­ვე­დი და კონ­გრე­სის მერე 7 დღე დიდი ბრი­ტა­ნე­თის რე­ინ­ჯე­რებ­თან ერ­თად ნე­პა­ლის ჩიტ­ვა­ნის ეროვ­ნულ პარკში ვი­ყა­ვი, და­ვაკ­ვირ­დი მათ საქ­მი­ა­ნო­ბას, სოფ­ლის მო­სახ­ლე­ო­ბას­თან კო­მუ­ნი­კა­ცი­ას, მათი საქ­მი­ა­ნო­ბა შე­ვის­წავ­ლე.




სა­ქარ­თვე­ლომ პირ­ვე­ლად მი­ი­ღო ამ კონ­გრეს­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა და მი­მაჩ­ნია, რომ ძა­ლი­ან დიდი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა იყო ჩემ­თვის იმი­ტომ, რომ ქვე­ყა­ნა უნდა წარ­მედ­გი­ნა ამ­დე­ნი ხალ­ხის წი­ნა­შე".


ლუ­სი­ნეს თა­ნა­ტო­ლებ­მა არა მხო­ლოდ თეთ­რი­წყა­როს, არა­მედ სა­ქარ­თვე­ლოს ბევ­რი რა­ი­ო­ნი­სა და სოფ­ლის მი­ტო­ვე­ბა და სწავ­ლა-მუ­შა­ო­ბის თბი­ლის­ში გაგ­რძე­ლე­ბა გა­და­წყვი­ტეს. კი­თხვა­ზე რა­ტომ არ მო­იქ­ცა თა­ნა­ტო­ლე­ბის მსგავ­სად, ახალ­გაზ­რდა რე­ინ­ჯე­რი გვპა­სუ­ხობს - "და სად უნდა წავ­სუ­ლი­ყა­ვი? ხალ­ხს კომ­ფორ­ტი უყ­ვარს და მე არ მიყ­ვარს კომ­ფორ­ტი და ამი­ტომ თეთ­რი­წყა­რო­ში დავ­რჩი“.




დარ­ჩა და სოფ­ლი­სა და თე­მის გაძ­ლი­ე­რე­ბას შუდ­გა, რად­გან მი­იჩ­ნევს, რომ ქვე­ყა­ნა მა­ში­ნაა ძლი­ე­რი, როცა სო­ფე­ლი და რე­გი­ო­ნია ძლი­ე­რი. თა­ვის სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში იმ სი­ახ­ლე­ე­ბი­სა და შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბის და­სა­ნერ­გად, რო­მელ­ზეც ბავ­შვო­ბა­ში ხელი არ მი­უწ­ვდე­ბო­და, არა­სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცია ჩა­მო­ა­ყა­ლი­ბა - "თეთ­რი­წყა­როს ახალ­გაზ­რდუ­ლი ცენ­ტრი“, რომ­ლის ერთ-ერთი მი­ზა­ნი სხვა­დას­ხვა სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო პრო­ექ­ტე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბაა.




"თეთ­რი­წყა­როს ახალ­გაზ­რდუ­ლი ცენ­ტრი“ 2016 წლის 16 ნო­ემ­ბერს და­ვა­რე­გის­ტრი­რეთ მე­გობ­რებ­თან ერ­თად. ვა­კე­თებ­დით სხვა­დას­ხვა სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო პრო­ექ­ტებს - სივ­რცე არ გვქონ­და და 2018 წელს ად­გი­ლობ­რივ მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტეტ­თან შე­თან­ხმე­ბით, გად­მოგ­ვე­ცა 2 წლით შე­ნო­ბა უსას­ყიდ­ლოდ, რო­მე­ლიც გა­ვა­რე­მონ­ტეთ და ვაქ­ცი­ეთ ახალ­გაზ­რდე­ბის თავ­შეყ­რის ად­გი­ლად“ - გვიყ­ვე­ბა ლუ­სი­ნე.


ორ რა­დი­კა­ლუ­რად გან­სხვა­ვე­ბულ სფე­რო­ში მუ­შა­ო­ბა, მის­თვის ხან­გრძლივ თუ სა­ინ­ტე­რე­სო სა­მუ­შაო დღეს ნიშ­ნავს. ენერ­გია არ ენა­ნე­ბა, რად­გან იცის, რომ იმას აკე­თებს რაც უყ­ვარს, იმას აკე­თებს რა­საც გა­რე­მოს­თვი­საც და ადა­მი­ა­ნე­ბის­თვი­საც სარ­გე­ბე­ლი მო­აქვს. ამას­თა­ნა­ვე მი­იჩ­ნევს, რომ ბუ­ნე­ბა და ადა­მი­ა­ნი ერ­თმა­ნე­თის­გან გა­ნუ­ყო­ფე­ლია, სწო­რედ ეს არის, რისი თქმაც სურს ყვე­ლა ადა­მი­ა­ნის­თვის, სწო­რედ ეს არის, რაც მისი თქმით, ადა­მი­ა­ნებს აი­ძუ­ლებს გა­რე­მოს მეტი პა­ტი­ვი სცენ და რო­გორც სა­კუ­თარ თავს, ისე გა­უფრ­თხილ­დნენ.

10 views0 comments